ესპანური გამოცემა „მარკა“ - მამარდაშვილმა, შესაძლოა, „ვალენსიაში“ 2 დეკემბერს ითამაშოს #1TVPORT
ესპანური გამოცემა „მარკა“ - მამარდაშვილმა, შესაძლოა, „ვალენსიაში“ 2 დეკემბერს ითამაშოს #1TVPORT

ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „ვალენსია“ მეხუთე ლიგის „უტრილასს“ ესტუმრება. შესაძლოა, ამ მატჩში, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება, გიორგი მამარდაშვილი კარში ისევ ვიხილოთ – ამის შესახებ plazadeportiva იუწყება.

ხოსე ბორდალაშს მეკარის დასვენება მოუწევს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ „კოპა დელ რეიზე“ (ესპანეთის თასი) „ვალენსიას“ მწვრთნელი შესაძლებლობას ნაკლები სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელებს მისცემს. ბორდალაშს სეზონის დროს შემადგენლობა რადიკალურად არ შეუცვლია. მაგრამ თასზე შეიძლება პირველ თერთმეტეულში მცირედი ცვლილებები შეიტანოს.

ერთ-ერთი „ვალენსიას“ მეკარეს შეეხება. გიორგი მამარდაშვილი კარგი თამაშის წყალობით შემადგენლობაში მე-6 ტურამდე დარჩა.

სილესენი „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამოჩნდა და მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. ამის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე კვლავ გამოჩნდა ხაუმე დომენეკი, რომელიც წინასასეზონო მზადებისას ფიზიკურ დისკომფორტს განიცდიდა. ამ მომენტიდან ბორდალასი აგრძელებს ორი სარეზერვო მეკარის გამოძახებას. კოპა დელ რეიზე კი ბორდალასი იძულებულია, აირჩიოს მამარდაშვილი ან ხაუმე დომენეკი. კრისტიან რივერო, იმ სეზონს ვერ ატარებს, რომელსაც „ვალენსია“ ელოდა. კლუბმა მასთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა და გამოაცხადა, რომ მასზე დადებდა ფსონს.

თუმცა, მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა. გიორგი მამარდაშვილის გამოჩენამ ის შემადგენლობას დააშორა. მეკარეს არ ჰქონდა საკმარისი დრო, რათა ეპოვნა გუნდი, სადაც პირველ შემადგენლობაში მოხვდებოდა. სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რივერომ კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშს დაახლოებით ერთი თვით დაემშვიდობა. რივერო ამჟამად მეოთხე მეკარეა და „ვალენსიას“ იჯარით ან გუნდს ტრანსფერის გამოსყიდვით დატოვებს“, – წერს plazadeportiva.

ავტორიტეტული გამოცემა „მარკა“ კი ქართველის უპირატესობაზე წერს:

ბორდალაშმა უნდა გადაწყვიტოს, დააყენოს ქართველი, თუ დააჯილდოვოს ხაუმეს ან რივეროს ყოველდღიური შრომა, რომლებსაც მიმდინარე სეზონში აქამდე წუთიც არ უთამაშიათ. ამ ეტაპზე ბორდალაშმა გარკვეული მინიშნებები გააკეთა, რომ შესაძლოა ფსონი მამარდაშვილზე დადოს, რომელიც მან რამდენიმე შეცდომის შემდეგ სკამზე დასვა“.