ესპანური გამოცემა - მამარდაშვილმა მოლოდინს გადააჭარბა და თასის ფინალში თამაშს იმსახურებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მამარდაშვილმა მოლოდინს გადააჭარბა და თასის ფინალში თამაშს იმსახურებს #1TVSPORT

23 აპრილს, სევილიაში ესპანეთის თასის (კოპა დელ რეი) ფინალი გაიმართება, სადაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „ბეტისს“ დაუპირისპირდება. ესპანური გამოცემა eldesmarque-ს ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ფინალში „ვალენსიას“ კარში დგომას 21 წლის ქართველი მეკარე იმსახურებს.

გიორგი მამარდაშვილი ფინალში თამაშს სეივებისა და რეკორდების საფუძველზე იმსახურებს

„გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო. ის არაერთხელ გახდა მატჩის გმირი ლა ლიგისა და კოპა დელ რეიზე. ქართველმა დაიმსახურა ბორდალასის ნდობა. „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩი ამას ადასტურებს. თუ არაფერი შეიცვლება, 23 აპრილს „ვალენსიას“ სასტარტო მეკარე მამარდაშვილი იქნება. ციფრებით ის სეზონში „ვალენსიას“ საუკეთესო მეკარეა,

ხოსე ბორდალასმა („ვალენსიას“ მწვრთნელმა) პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა – „გოლის მიუხედავად, მან „რაიო ვალეკანოსთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა“.

მამარდაშვილს ლა ლიგაში 560 წუთი გოლი არ გაუშვია და 109 წუთი დააკლდა საკლუბიო რეკორდამდე – უგოლო 676 წუთამდე, რომელიც 2003-2004 წლების სეზონში დამყარდა. მაშინ გუნდმა რაფა ბენიტესის მწვრთნელობით ლა ლიგაც მოიგო და უეფა-ს თასიც, კარში კი სანტიაგო კანისარესი იდგა.

ქართველმა მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიას“ რეზერვში სათამაშოდ აიყვანეს. მამარდაშვილი „ვალენსიას” კარგად შეეფერება, რასაც „მშრალი“ მატჩების სტატისტიკა და მისი მაჩვენებლების კონკურენტებთან შედარებაც მეტყველებს.

გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილი

მატჩები: 16

მოგება: 6

გაშვებული გოლი: 15 (0,93 თამაშში)

მშრალი მატჩები: 8

იესპერ სილესენი

მატჩები: 14 + 18 წუთი სევილიასთან

გაშვებული გოლი: 25 (1,66 თამაშში)

მშრალი მატჩები: 3

ხაუმე დომენეკი

მატჩები: 7 + 72 წუთი სევილიასთან

4 გაშვებული გოლი: 7 (0,9 თამაშში)

მშრალი მატჩები: 2