ესპანური გამოცემა - მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსია“ მოლაპარაკებებს „ვილიარეალთან“ აწარმოებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა Deportevalenciano ამტკიცებს, რომ „ვალენსია“ ქართველ მეკარეს გაყიდის. მამარდაშვილის ტრანსფერით დაინტერესებული „ვილიარეალია“.
„„ვალენსია“ „ვილიარეალთან“ მამარდაშვილის 15 მილიონ ევროდ გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქართველი მეკარე ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია და ამაში ეჭვი არავის ეპარება.
მან პროგრესი შეაჩერა. ზოგიერთი რამ, რაც უნდა გაუმჯობესებულიყო, იმავე დონეზე რჩება (ფეხით თამაში). მაგრამ შეიძლება ამის მიზეზი გუნდის მძიმე სატურნირო მდგომარეობაა. სავარაუდოდ, კლუბი ზაფხულში რამდენიმე წამყვან მოთამაშეს გაასხვისებს და მამარდაშვილთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა საჭიროა.
რთულია თქმა, 12 თვის წინ ქართველი უკეთესი იყო თუ არა, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ მას თავდაჯერებულობისთვის მშვიდი გარემო სჭირდება. ორ წელზე ნაკლებ დროში გიორგის „ვალენსიაში“ უკვე ოთხი მწვრთნელი შეუცვალეს და ეს სურათს უკეთესობისკენ ვერ ცვლის“, – წერს გამოცემა.