ესპანური გამოცემა - მამარდაშვილის შეცდომები „ვალენსიას“ მეკარეებზე კამათს განაახლებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მამარდაშვილის შეცდომები „ვალენსიას“ მეკარეებზე კამათს განაახლებს #1TVSPORT

სევილიასთან“ ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში „ვალენსიას“ დამარცხების (3:1) შემდეგ, ესპანურმა გამოცემებმა სტუმართა ქართველი მეკარე გააკრიტიკეს.

გიორგი მამარდაშვილს, რომელიც „ვალენსიას“ კარში იდგა, დამაჯერებლობა აკლდა და შეცდომები დაუშვა, – ამის შესახებ გამოცემა eldesmarque წერს.

„სევილიამ“ მამარდაშვილი გააქვავა და მეკარეებზე დავა განაახლა

„ეს იყო გიორგი მამარდაშვილის ყველაზე ცუდი თამაში „ვალენსიაში“ მისვლის შემდეგ. „რამონ სანჩეს პისხუანზე“ თამაში იყო კოშმარი ქართველისთვის, რომელმაც დაინახა, რომ ქარიშხალი სახელწოდებით „სევილია“ პირველი 21 წუთის განმავლობაში მის კარს როგორ უტევდა. ამ დროს არ ჩანდა გუნდი, მაგრამ არც ის იყო დამაჯერებელი. გიორგის პირველ გოლზე მეტის გაკეთება შეძლო, მაგრამ პაპუ გომესის ძლიერი დარტყმის შემდეგ არანაირად რეაგირება მოახდინა. მეორე გოლში მისი შეცდომა შესამჩნევი იყო. გასვლა ვერ მოზომა, ფიქრობდა, რომ არაფერი ემუქრებოდა.

 

მაგრამ ასე არ იყო და ბურთზე ცუდი რეაგირება მოახდინა. ის კვლავ გაქვავდა და ბურთი მას თავზე გადაევლო მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2 მეტრი სიმაღლისაა. მესამე გოლში „ვალენსიამ“ თავი ცუდად დაიცვა, მაგრამ თავდამსხმელმა რაფა მირამ მეკარის შეცდომით შესანიშნავად ისარგებლა. ამ მოქმედების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გამოჩნდა „ვალენსიას“ სათადარიგოთა სკამზე. ხოსე ბორდალასმა (მწვრთნელი) ოჰოტორენას (მეკარეთა მწვრთნელი) გადაულაპარაკა, რის შემდეგაც მეკარის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

6 ტურის შემდეგ, ეს უკიდურესად ნეგატიური თამაში „ვალენსიაში“ მეკარეებზე დებატებს განაახლებს. მამარდაშვილმა ლა ლიგის სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, შესანიშნავი თამაშები ჩაატარა, მაგრამ ბოლო ორ ტურში მისი შედეგები და უპირატესობა დაეცა. ის არ იყო მთლიანად წარმატებული მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ და მისმა არასწორმა გამოსვლამ ბენზემას გატანის საშუალება მისცა. სილესენი კვლავ ელოდება შესაძლებლობას, რომლის იმედიც ჰქონდა, რომ მალე მიეცემოდა. ამრიგად, მეკარის პოზიცია კვლავ გახდება ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა მომდევნო ტურამდე, რომელშიც „ვალენსიას“ „ბილბაო“ ეწვევა.“