ესპანური გამოცემა - მამარდაშვილი გატუზოსთვისაც პირველი მეკარე იქნება #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მამარდაშვილი გატუზოსთვისაც პირველი მეკარე იქნება #1TVSPORT

ესპანური გამოცემა superdeporte-ს მტკიცებით, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობითაც გუნდის პირველი მეკარე იქნება.

მამარდაშვილი გატუზოსთან ერთად ძლიერდება

„წინასასეზონო შეკრებამ თითქოს აჩვენა, რომ ქართველი მეკარე ახალი მწვრთნელის დროსაც სასტარტო მეკარე იქნება. „ვალენსიას“ ჯერაც არ მოუგვარებია ის პრობლემა, რომელიც უკვე ჰქონდა გასულ ზაფხულში. დღეს „ვალენსიაში“ ოთხი მეკარეა: იასპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი, გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან რივერო.

 

მიმდინარე შეკრებამ ცხადყო, რომ მამარდაშვილი ჯენარო გატუზოსთვისაც პირველი მეკარე იქნება, ისევე როგორც მის წინამორბედ ხოსე ბორდალასთან. ნიდერლანდელი იასპერ სილესენის მომავალი კი გაურკვეველია.

მისი წასვლა, რაზეც კლუბში ზაფხულის დასაწყისიდან ფიქრობენ, სახელფასო ფონდის დიდ ნაწილს გაათავისუფლებს, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეა. როგორც ჩანს, ხაუმე არ წავა წელს, ხოლო რივეროს მომავალი შეიძლება დამოკიდებული იყოს ნიდერლანდელი მეკარის წასვლაზე“, – წერს ესპანური გამოცემა.