ესპანური გამოცემა – „ლივერპული“ ცდილობს, მამარდაშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და სატრანსფერო ფასიც არ შემცირდეს #1TVSPORT

17:34, 28.07.2026

„ლივერპულს“ გიორგი მამარდაშვილის იჯარით გაშვება იმიტომ სურს, რომ ქართველ მეკარეს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და მისი სატრანსფერო ფასიც შეინარჩუნოს – ამის შესახებ ესპანური გამოცემა Superdeporte-ი წერს.

„გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ საქმე ისე არ აეწყო, როგორც თავად ელოდა. ალისონი გუნდში დარჩა და ქართველ მეკარეს პერიოდულად უწევდა თამაში, ახლა კი მას უფრო მნიშვნელოვანი როლის მოპოვება სურს.

„ლივერპულის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდონი ირაოლას ორივე მეკარის შენარჩუნება სურს, თუმცა, რადგან ალისონი პირველი ნომერია, მერსისაიდელები მამარდაშვილის თაობაზე საიჯარო შეთავაზებებს განიხილავენ. ამით კლუბი ცდილობს, მეკარეს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და მისი სატრანსფერო ფასიც არ შემცირდეს.

იჯარით გაშვებამ და სათამაშო პრაქტიკამ, შეიძლება, მამარდაშვილს გზა გაუხსნას თავისი მთავარი ოცნების რეალიზებისკენ და საბოლოოდ „ლივერპულის“ მთავარი მეკარე გახდეს“.

მსგავსი