ესპანური ჟურნალისტი მასიმო რამირესი – „სევილია“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებას მალე დაასრულებს, ეს მწვრთნელის მოთხოვნაა #1TVSPORT

15:48, 18.08.2026

„სევილიასა“ და „სპორტინგს“ შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და, სავარაუდოდ, გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი მალე შედგება, – ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი მასიმო რამირესი ავრცელებს.

მისი თქმით, „სევილიის“ მენეჯმენტი პორტუგალიელებს ოფიციალურ შეთავაზებას უახლოეს საათებში გაუგზავნის, რათა ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერი საბოლოოდ დაიხუროს.

„მხარეები აქტიურად მუშაობენ ფინანსური ბარიერების აღმოსაფხვრელად. „სევილიის“ შეთავაზებასა და პორტუგალიელების მოთხოვნებს შორის სხვაობა დაახლოებით 1,5 მილიონი ევროა. „სპორტინგს“ 5,5 მილიონი ევროს მიღება სურს. „სევილიის“ სპორტული დირექტორი, ხოსე იგნასიო ნავარო ტრანსფერის დასასრულებლად გაუმჯობესებულ წინადადებას მალე წარადგენს.

გუნდის მწვრთნელს, ლუის გარსია პლასას მიაჩნია, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდის საყრდენ ზონას უფრო მეტ დინამიზმსა და შრომისუნარიანობას შემატებს. მას სურს, რომ ქართველი ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე დაიმატონ, რათა გუნდთან ადაპტაცია გაიაროს და ლა ლიგის უახლოესი მატჩისთვის მზად იყოს.

მომდევნო რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება და ვნახავთ, შეძლებს თუ არა „სევილია“ ახალი შეთავაზებით პორტუგალიური კლუბის საბოლოოდ დარწმუნებასა და ნახევარდაცვის გაძლიერებას“, – ვკითხულობთ გამოცემა VamosMiSevillaFC-ში.

მსგავსი