ესპანური დერბი და ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ევროპა ლიგის მეოთხედფინალში
ესპანური დერბი და ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ევროპა ლიგის მეოთხედფინალში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ცნობილი გახდა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი ლონდონის არსენალმა და იტალიურმა ნაპოლიმ შეადგინეს. გარდა ამისა, ესპანურ დერბიში ერთმანეთს ვილიარეალი და ვალენსია შხვდებიან, პორტუგალიურ ბენფიკას გერმანული აინტრახტი ხვდა წილად, ჩეხური სლავია კი ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება.

პირველი მატჩები 11 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 18 აპრილს.

ნაპოლი – არსენალი
ვილიარეალი – ვალენსია
ბენფიკა – აინტრახტი
სლავია – ჩელსი

ასევე გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა:

ნაპოლი/არსენალი – ვილიარეალი – ვალენსია
ბენფიკა/აინტრახტი – სლავია/ჩელსი

ნახევარფინალის პირველი მატჩები 2 მაისს გამართება, განმეორებითი – 9 მაისს. ფინალი 29 მაისს ბაქოს,ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.