ესპანურ შეკრებას „ტორპედო“ „ევროპასთან“ მატჩით დაასრულებს #1TVSPORT
ესპანურ შეკრებაზე ქუთაისის „ტორპედო“ ბოლო ამხანაგურ მატჩს 19 თებერვალს ჩაატარებს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მეტოქე გიბრალტარის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი „ევროპა“ იქნება – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას ქუთაისური კლუბი უზრუნველყოფს.
„ტორპედომ“ ეროვნული ლიგის გუნდებთან შედარებით უცხოურ შეკრებაზე ყველაზე გვიან, 10 თებერვალს გაემგზავრა. ახალი სეზონის დაწყებამდე დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს „ტორპედო“ ესპანეთში, მარბელაზე გადის.
გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა – პირველში უკრაინის პრემიერლიგის „ჩერკასს“ დაუზავდა (1:1), ხოლო მეორეში ნორვეგიულ „ჰოდს“ (1:1).