„ესპანიოლმა“ აბელარდო ფერნანდესი გაათავისუფლა
„ესპანიოლმა“ აბელარდო ფერნანდესი გაათავისუფლა

კატალონიურმა „ესპანიოლმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან აბელარდო ფერნანდესი დაითხოვა, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

აბელარდოსთან ერთად გუნდიდან მისი დამხმარეებიც დაითხოვეს. ესპანელი სპეცილისტი „ესპანიოლის“ დამრიგებლად 2019 წლის დეკემბერში დაინიშნა. მან კლუბს 17 ოფიციალურ შეხვედრაში უთავკაცა, მაგრამ გუნდში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა ვერ გამოასწორა. ლა ლიგის დასრულებამდე რვა ტურით ადრე კატალონიელები სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ესპანიოლიდან“ ეს მთავარი მწვრთნელის გაშვების უკვე მესამე შემთხვევაა.