„ესპანიოლის” ყოფილი მწვრთნელი კორონავირუსით გარდაიცვალა
„ესპანიოლის” ყოფილი მწვრთნელი კორონავირუსით გარდაიცვალა

კატალონიური „ესპანიოლის“ ყოფილი მწვრთნელი ბენიტო ხოანეტი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ბარსელონაში იყო დაბადებული და 84 წლის გახლდათ. მას ახალგაზრდულ წლებში მეკარედ რამდენიმე კლუბში უთამაშია, მწვრთნელად კი „ესპანიოლის“ გარდა მას „დეპორტივოში“, „კადისსა“ და „ჰერკულესში“ უმუშავია.

ბენიტოს ხელში ესპანური კლუბები სეგუნდა დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში სამჯერ დაწინაურებულან. კორონავირუსის გარდა ხოანეტს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა.