„ესპანიოლი“ 1993 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ გავარდა ლა ლიგადან
„ესპანიოლი“ 1993 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ გავარდა ლა ლიგადან

ესპანეთში გაგრძელდა 35-ე ტური. გაიმართა კატალონიური დერბი, რომელშიც „კამპ ნოუზე“ „ბარსელონამ“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა „ესპანიოლი”. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ლუის სუარესმა გაიტანა.

35 მატჩის შემდეგ, „ესპანიოლმა“ 24 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილზეა ცხრილში. მისი ჩამორჩენა მე-17 ადგილზე მყოფ „ეიბართან“ 11 ქულაა. ასე რომ, სეზონის დასრულების შემდეგ, „ესპანიოლი“ სეგუნდა დივიზიონში გავარდება.

ესპანური ლიგის დაარსების (1928 წელი) მომენტიდან, „ესპანიოლმა“ 89-დან 88 სეზონი ჩაატარა უმაღლეს დივიზიონში. კატალონიური გუნდი 1992-93 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაქვეითდება რანგით მეორე ლიგაში.