ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც მედია წერს, იუნესკო-ს ეროვნული პარკის მახლობლად 1000-მდე ადამიანი ევაკუირებულია.
მედიის ცნობით, ხანძარი ძალიან მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ხანძრის შედეგად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაახლოებით 800 ადამიანი ევაკუირებულია.
როგორც მედია წერს, კვამლი იმდენად ძლიერია, რომ მეხანძრეებმა თვითმფრინავების გამოყენება ვერ შეძლეს.
ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 42 გრადუსს მიაღწია.
ტყის ხანძარს ებრძვიან პორტუგალიაშიც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაახლოებით 700 მეხანძრეა ჩართული. ტყის ხანძარი ტრანკოსოში, ლისაბონიდან დაახლოებით 350 კმ-ის დაშორებით გაჩნდა.