ესპანეთში ტაქსის მძღოლს, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულები საავადმყოფოში გადაჰყავდა, ექიმებმა მადლიერების ნიშნად ტაში დაუკრეს [ვიდეო]

ესპანეთში ტაქსის მძღოლს, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები საავადმყოფოში გადაჰყავდა, ექიმებმა ტაში დაუკრეს.

საავადმყოფოს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლს დაურეკეს და უთხრეს, რომ კიდევ ერთი პაციენტი ჰყავდათ საავადმყოფოდან წასაყვანი. როდესაც საავადმყოფოში მივიდა, მას ექიმები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ექიმებმა ტაქსის მძღოლს კონვერტით ფულადი თანხაც გადასცეს.