ესპანეთში თამაშების დაწყებამდე ბურთებისა და მოედნების სტერილიზებას გეგმავენ
ესპანეთში თამაშების დაწყებამდე ბურთებისა და მოედნების სტერილიზებას გეგმავენ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ექიმების ასოციაციის თავმჯდომარე რაფაელ რამოსი ამობს, რომ სეზონის განახლების შემთხვევაში მოხდება ბურთებისა და გაზონების სტერილიზება ყოველი მატჩის წინ, ასევე შესვენებებისას.

„ყველაფერი, რაც თამაშისას გამოიყენება, მათ შორის გაზონი, იქნება სტერილიზებული მატჩის დაწყებამდე, ასევე შესვენებისას. ბურთიდან ინფიცირება შესაძლებელია, მაგრამ სტერილიზების შემდეგ და სტერილურ მოედანზე ამის შანსი ძალიან მცირეა“, – ამბობს რამოსი გამოცემა „ელ პაისთან“ ინტერვიუში. – „ამასთანავე, ფეხბურთელები ერთმანეთთან ისე აღარ შევლენ კონტაქტში, როგორც ადრე. ჩვენ სულ სხვნაირ ფეხბურთს ვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის თითქმის ყველა ეროვნული საფეხბურთო პირველობა (ბელარუსის პრემიერლიგის გარდა) შეჩერებულია.