ესპანეთში სტადიონებზე მაყურებელს 2021 წლამდე არ დაუშვებენ
ესპანეთში სტადიონებზე მაყურებელს 2021 წლამდე არ დაუშვებენ

ესპანეთის „ლა ლიგაში“ მატჩები ცარიელი ტრიბუნების ქვეშ 2021 წლამდე ჩატარდება, – იტყობინება „ი ეს პი ენი“ (ESPN).

ირკვევა, რომ ამის შესახებ უკვე ყველა კლუბი ინფორმირებულია. გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ მიიღო, მაგრამ ოფიციალურად მის შესახებ ჯერ გამოცხადებული არ არის.

ელოდებიან, რომ გულშემატკივრების შეშვებას სტადიონზე თანდათანობით, 2021 წლის იანვრიდან დაიწყებენ, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.