ესპანეთში პრიმერას გათამაშების შეჩერება სურთ

18:58, 11.03.2020

ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციას მიაჩნია, რომ აუცილებელია პრიმერა დივიზიონში ყველა უახლოესი ტურის გადადება.

ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, – წერს გამოცემა „კუატრო“. ერთი დღით ადრე, ფედერაციის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ლა ლიგას უახლოესი ორი ტური ცარიელი ტრიბუნების ქვეშ გაიმართოს.

ესპანეთის ჩემპიონატის მომავალთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა ოთხშაბათს უნდა გაიმართოს.

მსგავსი