ესპანეთში პოლიციას რასიზმის შემთხვევაში მატჩების შეწყვეტის უფლება მისცეს #1TVSPORT
ესპანეთში პოლიციას რასიზმის შემთხვევაში მატჩების შეწყვეტის უფლება მისცეს #1TVSPORT

ესპანეთში პოლიციელები შეძლებენ საფეხბურთო მატჩების შეჩერებას რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში.

როგორც გაზეთი Marca წერს, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა ინსტრუქცია, რომელიც აძლიერებს პოლიციის როლს გულშემატკივრების რასისტული საქციელისას. ახლა პოლიციას ექნება უფლება, სთხოვოს მსაჯს, დროებით გააჩეროს მატჩი ან საერთოდ შეწყვიტოს.

აღნიშნავენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია სიტუაციამ „რეალის“ ფორვარდ ვინისიუსთან დაკავშირებით. ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩის დროს „ვალენსიის“ გულშემატკივრებმა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს ბრაზილიელს. შედეგად, შეხვედრა რვა წუთი შეჩერდა.