ესპანეთში პოლიციამ დანით შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა
ესპანეთში პოლიციამ დანით შეიარაღებული თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში პოლიციამ ერთი პიროვნების ლიკვიდირება მოახდინა მას შემდეგ, რაც ის მოქალაქეებს სამზარეულოს დანით დაემუქრა და ერთ სამართალდამცველს თავს დაესხა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო COPE იტყობინება.

როგორც ცნობილია, ლიკვიდირებული თავდამსხმელი 35 წლის უსახლკარო მიგრანტია, რომლის წინააღმდეგაც მანამდეც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

შემთხვევა ვილავერდეს რაიონში, სამედიცინო ცენტრთან მოხდა. ადგილობრივმა პერსონალმა ცენტრი დახურა და პოლიცია გამოიძახა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის საპატრულო ეკიპაჟის მისვლის შემდეგ, მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა და მკლავში დაჭრა.

მოქალაქეებს შორის დაზარალებულები არ არიან. პოლიციამ ტერაქტის ვერსია უკვე უარყო.