ესპანეთში მწვრთნელი 73-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ესპანეთში მწვრთნელი 73-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„ლოს კარმენესის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა, გონსალო ბარახონ მარტინმა უჩვეულოდ დიდი სასჯელი დაიმსახურა.

მწვრთნელს 73-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მსაჯთან დაპირისპირების გამო მისცეს, როდესაც მისი გუნდი „ბოადილიას“ ეთამაშებოდა.

როგორც ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, გონსალო მარტინი თავს 17 წლის მსაჯს დაესხა, მხარი გაკრა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

სადისციპლინო კომიტეტმა ემოციურ მწვრთნელს დისკვალიფიკაციის ხუთი სხვადასხვა მუხლი წარუდგინა, რომელმაც ჯამში 73 მატჩი შეადგინა და გონსალო მარტინი ფეხბურთს დიდიხნით ჩამოაშორა.