ესპანეთში მოურინიოს „რეალში“ დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ
ესპანეთში მოურინიოს „რეალში“ დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ

მადრიდის „რეალის“ ექსპრეზიდენტის რამონ კალდერონის განცხადებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჟოზე მოურინიო ახალ სეზონში „სამეფო კლუბს“ სათავეში ჩაუდგება. ამის შესახებ კალდერონმა თავის „ტვიტერში“ დაწერა და იქვე დაამატა, რომ მხარეები უკვე მოლაპარაკებების პროცესში არიან.

„მაქვს შეგრძნება, რომ მოურინიო „რეალში“ მომავალ სეზონში დაბრუნდება. ამის დიდი ალბათობა არსებობს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – დაწერა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ეს ინფორმაცია სანდოა იქიდან გამომდინარე, რომ ჭორების მიხედვით, „რეალის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აპირებს ამ სეზონის შემდეგ სანტიაგო სოლარის კონტრაქტი ​გაუწყვიტოს ​.