ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა
ესპანეთში „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებული პირველი მსხვერპლი ესპანეთში დადასტურდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის „მაიმუნის ყვავილით“ გარდაცვალების მეორე შემთხვევა აფრიკის კონტინენტის გარეთ. პირველი შემთხვევა ბრაზილიაში მოხდა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მოხსენებაში ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინფიცირების 4 298 შემთხვევაა დადასტურებული. 3 750 პაციენტიდან, რომელთა შესახებაც ესპანეთის ჯანდაცვის უწყებას აქვს ინფორმაცია, 120 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული.

მიმდინარე თვეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით „გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, გლობალურად ვირუსის გავრცელების რისკი საშუალო, ევროპაში კი, მაღალია.