ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო ათდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო ათდღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთის მთავრობამ 27 000-ზე მეტი ადამიანის კორონავირუსით გარდაცვალების გამო ქვეყანაში ათდღიანი გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყანაში 14 000-ზე მეტ სახელმწიფო შენობაზე და ასევე, გემებზე დროშებს დაუშვებენ. გლოვა ქვეყანაში 5 ივნისამდე გაგრძელდება. გლოვის დღეები 5 ივნისს დასრულდება ღონისძიებით, რომელზეც ვირუსით დაღუპულ ადამიანებს მოიგონებენ.

ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით 235 400 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 27 117.