ესპანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს
ესპანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ალიკანტეს პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი წევრი დააკავა, რომელიც გერმანიაში იყო ძებნილი. დაკავებული 25 წლის მამაკაცია მაროკოდან.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ლოგისტიკის მიმართულებით ეხმარებოდა და ყალბ პასპორტებს ამზადებდა ტერორისტებისთვის.

2017 წელს გერმანიის უსაფრთხოების ძალებმა რეიდი ჩაატარეს, რომლის დროსაც დაჯგუფების ორი პირი დააკავეს, ერთი კი გაიქცა. ესპანეთში დაკავებული პირი აღნიშნული დაჯგუფების წევრია.