ესპანეთში გარეთ ბეილის დასჯას ითხოვენ

18:28, 14.02.2019

ლა ლიგამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას გერეტ ბეილის დასჯის თხოვნით მიმართა. ამის მიზეზი უელსელის მიერ მადრიდის ატლეტიკოს კარში გატანილი გოლის უხამსი ჟესტით აღნიშვნა გახდა. მატჩი, რომელშიც ხსნებულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, 9 თებერვალს გაიმართა და რეალ მადრიდის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა, ბეილმა კი გოლი 74-ე წუთზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ უელსელი ბოლო დროს სულ უფრო იშვიათად ჩნდება ძირითად შემადგენლობაში, ბოლო გამოკითხვების თანახმად კი მადრიდელთა გულშემატკივრების 54% მის სასტარტოში ხილვას არ მოიწონებდა.

მიუხედავად ამისა, სანტიაგო სოლარიმ ის მაინც გამოიყვანა ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩში, რომელიც სამეფო კლუბმა სტუმრად აიაქსთან 2-1 მოიგო.

მსგავსი