ესპანეთში გამოაცხადეს, რომ ზიდანი „რეალს“ დატოვებს #1TVSPORT
ესპანეთში გამოაცხადეს, რომ ზიდანი „რეალს“ დატოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გუნდს დატოვებს, – დაწერა რამდენიმე ესპანურმა გაზეთმა. ვარაუდობენ, რომ მის ადგილს მასიმილიანო ალეგრი დაიკავებს.

როგორც ირკვევა, ზიდანის წასვლის შესახებ მომავალ კვირას გამოაცხადებენ. ადრე ფრანგმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ აპირებს მოლაპარაკებებს კლუბის ხელმძღვანელობასთან საკუთარი მომავლის შესახებ.

48 წლის ზიდანის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 2020-21 წლების სეზონში მადრიდული კლუბი ტიტულების გარეშე დარჩა.