ესპანეთში ჩოგბურთის დღე დაარსდა, რომელსაც ნადალის დაბადების დღეზე აღნიშნავენ #1TVSPORT
ესპანეთში ჩოგბურთის დღე დაარსდა, რომელსაც ნადალის დაბადების დღეზე აღნიშნავენ #1TVSPORT

ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციამ ჩოგბურთის ეროვნული დღის დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისი აღნიშვნის დღედ გამოაცხადეს 3 ივნისი – ეს არის „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონის რაფაელ ნადალის დაბადების დღე.

ჩოგბურთის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ 1500 კლუბში, რეგიონულ ფედერაციებში, ეროვნული დონის ტურნირებზე, მასტერ კლასებზე, საგამოფენო მატჩებში და ა. შ.

იდეა წამოჭრა ერთ-ერთი საჩოგბურთო აკადემიის პრეზიდენტმა ხორხე მაიორმა. მისი აზრი სატელევიზიო რეპორტაჟისას აიტაცეს კომენტატორმა ალვარო ბენიტომ და ექსპერტმა ალექს კორეჩამ, შემდეგ კი სოციალური ქსელიც გააქტიურდა.

„ვუსმენდი კომენტარს ნადალის თამაშის შესახებ და მაშინვე მივხვდი, რომ ეს შესანიშნავი იდეაა. ესპანურ ჩოგბურთს საზეიმო ბევრი აქვს. ჩვენ გვყავს უდიადესი სპორტსმენი ქვეყნის ისტორიაში, ვართ დევისის თასის მოქმედი ჩემპიონები…“ – აღნიშნა ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიგელ დიას რომანმა.

ორგანიზაციაში დაადასტურეს, რომ ჩოგბურთის ეროვნული დღე 2022 წლიდან ყოველწლიურად 3 ივნისს აღინიშნება.

დატოვე კომენტარი