ესპანეთში ამტკიცებენ, რომ „რეალი“ ლა ლიგადან პრემიერლიგაში გადასვლაზე დაფიქრდა #1TVSPORT
ესპანეთში ამტკიცებენ, რომ „რეალი“ ლა ლიგადან პრემიერლიგაში გადასვლაზე დაფიქრდა #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილავს ესპანეთის ლა ლიგადან გასვლის შესაძლებლობას, – ამტკიცებს გამოცემა Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი განიხილავს ამგვარ ვარიანტს, რადგან ძალიან უკმაყოფილოა პრიმერას პრეზიდენტის ხავიერ ტებასის პოლიტიკით.

ყველაზე სავარაუდო ვარიანტად სახელდება ინგლისის პრემიერლიგა, თუმცა „რეალმა“ ასევე შეაგროვა ინფორმაცია იტალიის სერია A-სთან ან გერმანიის ბუნდესლიგასთან შესაძლო შეერთებისთვის.

„რეალის“ პრეზიდენტისთვის ფლორენტინო პერესისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ტებასის ნეგატიური რეაქცია ევროპის სუპერლიგის პროექტზე და ლა ლიგას გარიგება CVC-ის საინვესტიციო ფონდთან.

„რეალისთვის“ სერიოზული წინაღობა შეიძლება გახდეს დიდი ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირის შემადგენლობიდან: პრემიერლიგას არ შეუძლია მიიღოს არაბრიტანული გუნდი.