ესპანეთში 28 აპრილიდან კორონავირუსზე ყველა ფეხბურთელის აუცილებელი ტესტირება დაიწყება
ესპანეთში 28 აპრილიდან კორონავირუსზე ყველა ფეხბურთელის აუცილებელი ტესტირება დაიწყება

ლა ლიგას ხელმძღვანელობამ შეხვედრა გამართა პირველი და მეორე დივიზიონების კლუბების ექიმებთან. მიზანი იყო გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ძალაში შევა სეზონის სავარაუდო განახლების შემთხვევაში.

როგორც აღნიშნავენ, თამაშების განახლების ერთ-ერთი მთავარი პირობაა – ყველა ფეხბურთელის მიერ კორონავირუსის ტესტის აუცილებელი გავლა. მოთამაშეების შემოწმება 28 აპრილს უნდა დაიწყოს.

ლა ლიგამ მიუთითა, რომ უკვე დაიქირავა კერძო კომპანია ტესტების ჩასატარებლად.

არაოფიციალური ინფორმაციით, კლუბებს შეუძლიათ ჯგუფური ვარჯიშები მაისის მეორე კვირას დაიწყონ.