ესპანეთში 1.5 მილიონი დოზა დოპინგი ამოიღეს
ესპანეთში 1.5 მილიონი დოზა დოპინგი ამოიღეს

ესპანეთის პოლიციამ დოპინგ-პრეპარატებით მოვაჭრე კონტრაბანდისტთა ჯგუფი გამოავლინა. მათ კვალზე გასვლა მას შემდეგ მოხერხდა, რაც ზრდის ჰორმონის 100 კოლოფი არასწორ მისამართზე მიიტანეს.

როგორც The Olive Press წერს, ამ შეცდომამ გამოიწვია შვიდი ადამიანის დაპატიმრება. ისინი ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან დოპინგის იმპორტს ეწეოდნენ და შუამავლების მეშვეობით სატრენაჟორო დარბაზებში ჰყიდნენ. საბოლოოდ, ესპანეთის პოლიციამ მილიონი ევროს ღირებულების 1.5 მილიონ დოზაზე მეტი დოპინგი ამოიღო.

შვიდი დაკავებული: ხუთი ესპანელი, ერთი პაკისტანელი და ერთი მაროკოელი გამოძიების დამთავრებამდე დროებით გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი