ესპანეთს ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება #1TVSPORT
ესპანეთს ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი ეყოლება #1TVSPORT

2026-27 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი ესპანური გუნდი ითამაშებს.

მას შემდეგ, რაც კონფერენციის ლიგის ნახევარფინალში „რაიო ვალეკანომ“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა „სტრასბური“ (2:0), ლა ლიგამ მიმდინარე სეზონში მოპოვებული სარეიტინგო ქულების წყალობით დამატებითი ადგილი მოიპოვა მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე.

წესის თანახმად, უეფა ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით საგზურს აძლევს ორ ქვეყანას, რომლებიც სეზონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ სამივე ევროტურნირზე. ყველაზე მეტი ქულა დააგროვა ინგლისმა (28 125) და პირველმა მიიღო მეხუთე საგზური. მეორე ადგილზეა ესპანეთი (22 093), რომელსაც გერმანია (21 785) ვეღარ დაეწევა.

დღეისთვის ლა ლიგის გათამაშების ცხრილის ტოპხუთეულში შედიან „ბარსელონა“, „რეალი“, „ვილიარეალი“, „ატლეტიკო“ და „ბეტისი“. აქედან პირველმა ოთხმა გუნდმა გაინაღდა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში.