ესპანეთმა პოლონეთს დრამატულ ბრძოლაში სძლია | ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი
ესპანეთმა პოლონეთს დრამატულ ბრძოლაში სძლია | ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი

ევროპის რამდენიმე ქალაქში ბაბლის პრინციპით ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა. საინტერესო მატჩი შედგა გლივიცეში, სადაც პოლონეთმა ესპანეთს უმასპინძლა. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გამოვლინდა. საბოლოოდ, ესპანელებმა ერთი ქულის სხვაობით გაიმარჯვეს (88:89)

ესპანეთის რიგებში ყველაზე შედეგიანი 24 ქულით ხონატან ბარეირო გამოდგა. პოლონელებს შორის კი 27 ქულით ეი ჯეი სლოტერი გამოირჩა. მოპოვებული გამარჯვებით, ესპანეთმა ევრობასკეტის საგზური გაინაღდა.

იტალია – ესტონეთი 101:105 (ოვერტაიმი)

ფინეთი – შვეიცარია 92:84

საქართველო – სერბეთი 66:92

ჩრდილოეთ მაკედონია – რუსეთი 77:94

რუმინეთი – ისრაელი 71:79

ავსტრია – უნგრეთი 81:83 (ოვერტაიმი)