ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა
ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა დაასახელა წინასწარი შემადგენლობა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩინეთში გაიმართება.

გაფართოებული სია ასე გამოიყურება:

გამთამაშებლები – კინო კოლომი (უკლუბოდ), ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა), სერხიო იული (რეალი), პაუ რიბასი (ბარსელონა), რიკი რუბიო (ფინიქსი, NBA);

შემტევი მცველები – ჩავი რაბასედა (გრან კანარია), ჟოან სასტრე (ვალენსია);

ფორვარდები – პაბლო აგილარი (რეჯანა, იტალია), ვიქტორ კლავერი (ბარსელონა), პიერ ორიოლა (ბარსელონა), ხავიერ ბეირანი (გრან კანარია), რუდი ფერნანდესი (რეალი), ხუანჩო ერნანგომესი (დენვერი, NBA);

ცენტრები – ილიმან დიოპი (ბასკონია), მარკ გასოლი (ტორონტო, NBA), ვილი ერნანგომესი (შარლოტი, NBA).

აღვნიშნავთ, რომ შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული პაუ გასოლი და სერხიო როდრიგესი, რომელმაც დასვენების მიზნით ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტა.

ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ირანის, ტუნისისა და პუერტო რიკოს წინააღმდეგ.