ესპანეთმა ლეგენდარული ჩოგბურთელი დაკარგა
ესპანეთმა ლეგენდარული ჩოგბურთელი დაკარგა

ესპანეთში 83 წლის ასაკში ლეგენდარული ჩოგბურთელი ანდრეს ხიმენო გარდაიცვალა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებას რამდენიმე წელი ებრძოდა.

„სულ ახლახანს შემატყობინეს სევდიანი ამბავი ანდრეს ხიმენოს გარდაცვალების შესახებ. ეჭვგარეშეა, ის იყო ესპანური ჩოგბურთის ერთ-ერთი პიონერი და დიადი სპორტსმენი”, – დაწერა თავის „ტვიტერში“ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა.

ხიმენო 1937 წლის 3 აგვიტოს ბარსელონაში დაიბადა. 1972 წელს გახდა როლან გაროსის გამარჯვებული ერთეულებში. 1969 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა.  ანდრეს ხიმენოს კარიერის განმავლობაში  41 ტურნირი აქვს მოგებული. 2009 წელს, ის ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

დატოვე კომენტარი