ესპანეთმა იაპონია დამატებით დროში დაამარცხა და ფინალში ბრაზილიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გასვლის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს მეტოქის ვინაობის გასარკვევად დიდხანს არ მოუწიათ ლოდინი. ორ საათში მეორე ფინალისტი გამოვლინდა – ესპანეთმა იაპონიას 1:0 სძლია.
ესპანეთს, ისევე როგორც ბრაზილიას ნახევარფინალში მეტად რთული მოწინააღმდეგე ჰყავდა. მასპინძელმა იაპონიამ ევროპელებს დიდი თავსატეხი გაუჩინა, ჰქონდა სახიფათო მომენტებიც, თუმცა ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა.
მაშინ, როცა მაყურებლები პენალტების სერიისთვის ემზადებოდნენ, შეცვლაზე შესულმა ასენსიომ (115-ე წუთზე) ეფექტური მოჭრილი დარტყმით ესპანეთი ფინალში გაიყვანა.
The men’s Olympic final:
Brazil vs. Spain 🍿 pic.twitter.com/vAFmlTCje9
— B/R Football (@brfootball) August 3, 2021
ფინალი 7 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს იაპონია და მექსიკა 6 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, როგორც ბრაზილიას, ასევე ესპანეთს ოლიმპიადა თითოჯერ აქვთ მოგებული. პირენეელებმა ეს 1992 წელს ბარსელონაში მოახერხეს, ხოლო ბრაზილიელებმა – 2016 წელს რიოში.
The Men’s Olympic Football final is SET 🥇
🇪🇸 Spain Vs. Brazil 🇧🇷
Who do you have winning it all? 🤔 pic.twitter.com/TKed80DClM
— International Champions Cup (@IntChampionsCup) August 3, 2021