ესპანეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები განაახლა
ესპანეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები განაახლა

ესპანეთმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრები განაახლა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დღეს დილიდან ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების რიგი შეინიშნებოდა. ესპანეთმა, როგორც სხვა არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ, „ასტრაზენეკას“ გამოყენება დროებით გასულ კვირაში შეაჩერა, ვიდრე ევროპის წამლის სააგენტო პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებდა.

ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 3.2 მილიონი შემთხვევა, აქედან ვირუსს ემსხვერპლა 73 ათასზე მეტი ადამიანი.