ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩს ლიეტუველი არბიტრები განსჯიან #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩს ლიეტუველი არბიტრები განსჯიან – მთავარი მსაჯი მანფრედას ლუკიანჩუკასი იქნება, მას მანგირდას მირაუსკასი და ვიეტენის კაზლაუსკასი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი დონატას რიმშასი იქნება.
ვიდეორეფერის ფუნქციებს პორტუგალიელი ტიაგო მარტინსი და ლიეტუველი დონატას შიმენასი შეასრულებენ.
ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი ქალაქ ელჩეში 11 ოქტომბერს 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.