ესპანეთის ყველა საფეხბურთო კლუბი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის
ესპანეთის ყველა საფეხბურთო კლუბი კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის

ესპანური საფეხბურთო კლუბების ყველა მოთამაშესა და პერსონალის წევრს კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებენ, იტყობინება გამოცემა „მუნდო დეპორტივო“.

წყაროს ინფორმაციით, ლა ლიგის ხელმძღვანელობამ უკვე მოითხოვა კლუბების სრული შემადგენლობები და ტესტირება 28 აპრილამდე ჩატარდება. გარდა ამისა, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი კლუბებს ურჩევს, რომ ჩემიონატის განახლებამდე ყველა ფეხბურთელი ერთკვირიან კარანტინში გაუშვან, რასაც ფეხბურთელების უმეტესობა არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ევროპული ჩემპიონატი, გარდა ბელარუსის პრემიერლიგისა, შეჩერებულია განუსაზღვრელი ვადით.

რაც შეეხება კონკრეტულად ესპანეთის ჩემპიონატს, აქ 27 ტურია ნათამაშევი და სატურნირო ცხრილს სათავეში „ბარსელონა“ უდგას (58 ქულა). მას ორი ქულით მადრიდის „რეალი“ ჩამორჩება.