ესპანეთის თასის ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „უნიკახასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ესპანეთის თასის ნახევარფინალში ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის გუნდი „ტენერიფე“ „უნიკახასთან“ 83:90 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, ხოლო თავის გუნდს 13 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
ტენერიფელთა რიგებში საუკეთესო 18 ქულით მარსელინიო უერტასი იყო, ხოლო „უნიკახას“ რიგებში გამორჩეული გახლდათ სიმა 21 ქულით.
შეგახსენებთ, რომ „ტენერიფემ“ მეოთხედფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა.