ესპანეთის თასის ფინალი, შესაძლოა, შობა დღეს გაიმართოს
ესპანეთის თასის ფინალი, შესაძლოა, შობა დღეს გაიმართოს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს ესპანეთის თასის ფინალის შობა დღეს გადატანას, – დაწერა გამოცემა „მარკამ“. გარდა ამისა, ფედერაცია მზად არის ეს შეხვედრა გულშემატკივრების თანხლებით ჩაატაროს და ეს იქნება ესპანეთში მაყურებლებთან ერთად მატჩის პირველი შემთხვევა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ.

დღეისათვის ფედერაცია მუშაობს ამ იდეის რეალიზაციაზე სპორტის ეროვნულ საბჭოსთან ერთად. ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივართა დაბრუნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ნორმალური ცხოვრების აღდგენისკენ.

უფრო ადრე, უეფა-მ საშუალება მისცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, გაურკვეველი ვადით გადაედო ქვეყნის თასის ფინალი. გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „სოსიედადი“ და „ბილბაო“ უნდა შეხვდნენ.