ესპანეთის სუპერთასს ექვსი წლის განმავლობაში საუდის არაბეთი მიიღებს
ესპანეთის სუპერთასს ექვსი წლის განმავლობაში საუდის არაბეთი მიიღებს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ქვეყნის სუპერთასის საუდის არაბეთში გამართვასთან დაკავშირებით. გაზეთ მარკას ინფორმაციით, ლაპარაკია უახლოეს ექვს სეზონზე. ამის სანაცვლოდ, ესპანური მხარე 30 მილიონ ევროს მიიღებს.

ასევე იგეგმება 2020 წლიდან ესპანეთის სუპერთასი გაითამაშოს არა ორმა, არამედ ოთხმა გუნდმა.

ესპანეთის სუპერთასის მოქმედი მფლობელია ბარსელონა, რომელმაც სევილია დაამარცხა. მათი შეხვედრა მაროკოს ქალაქ ტანჟერში 2018 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია პრიმერას რამდენიმე მატჩის ჩრდილოეთ ამერიკაში გამართვას აპირებდა, მაგრამ ფეხბურთელებმა გააპროტესტეს და გადაწყვეტილება გაუქმდა.