ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

ესპანეთის სუპერთასის 2026 წლის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები ცნობილია.

ტურნირის ნახევარფინალში ლა ლიგისა და ესპანეთის თასის გამარჯვებული „ბარსელონა“ ბილბაოს „ატლეტიკს“ შეხვდება, ხოლო მადრიდის „რეალი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპიდება.

სუპერთასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 2026 წლის იანვრის დასაწყისში გაიმართება, ხოლო შეჯიბრებას საუდის არაბეთის ქალაქი ჯედა უმასპინძლებს.

2025 წელს ტიტული „ბარსელონამ“ მოიგო.