ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მესი და ჟოაო ფელიქსი წაკინკლავდნენ (ვიდეო)
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მესი და ჟოაო ფელიქსი წაკინკლავდნენ (ვიდეო)

„ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის პირველი ტაიმი კინაღამ ჩხუბით დასრულდა.

კონფლიქტი წარმოიშვა „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესისა და „ატლეტიკოს“ ფორვარდ ჟოაო ფელიქსს შორის. ფეხბურთელები ერთმანეთს შუბლებით შეეხნენ, რის შემდეგაც, კონფლიქტში სხვა მოთამაშეები ჩაებნენ.

ყველაზე ემოციური იყო „ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი და ის ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ამ ინციდენტის შედეგად ყვითელი ბარათი მიიღო.

„ატლეტიკომ“ 3:2 მოიგო ნახევარფინალში და 12 იანვარს, გადამწყვეტ მატჩში „რეალს“ შეხვდება.