ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოს“ შეხვდება, „რეალი“ „ატლეტიკოს“ #1TVSPORT
ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოს“ შეხვდება, „რეალი“ „ატლეტიკოს“ #1TVSPORT

ცნობილი გახდა ესპანეთის სუპერთასის ყველა მონაწილე.

როგორც წესი, „ოთხთა ტურნირში“ მონაწილეობას იღებენ გუნდები, რომლებმაც პირველი ორი ადგილი დაიკავეს ლა ლიგაში, ასევე ესპანეთის თასის ორი ფინალისტი. მაგრამ ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში პირველ და მეორე ადგილებზე „ბარსელონა“ და „რეალი“ გავიდნენ და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს თასის ფინალში.

ასე რომ, ესპანეთის სუპერთასზე მათ შეუერთდებიან გუნდები, რომლებმაც მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს ლა ლიგაში – „ატლეტიკო“ და „ბილბაო“.

ტურნირის ნახევარფინალში „ბარსელონა“ „ბილბაოს“ შეხვდება, „რეალი“ – „ატლეტიკოს“. მატჩები საუდის არაბეთში 2026 წლის იანვარში გაიმართება.