ესპანეთის სუპერთასი სტამბოლში გაიმართება #1TVSPORT

18:43, 13.08.2026

ესპანეთის სუპერთასის უახლოეს გათამაშებას თურქეთის ქალაქი სტამბოლი უმასპინძლებს, – იტყობინება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ: „რეალი“, „ბარსელონა“, „სოსიედადი“ და „ატლეტიკო“. ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 77 ათას მაყურებელს იტევს.

ესპანეთის სუპერთასის 2027 წლის გათამაშება 2-7 თებერვალს ჩატარდება. შარშან ეს ტიტული საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გათამაშდა.

მსგავსი