ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონს ევროპარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის უფლება მისცა
ესპანეთის სასამართლომ კარლეს პუიჩდემონს ევროპარლამენტის არჩევნებში კენჭისყრის უფლება მისცა

კატალონიის ყოფილ ლიდერ კარლეს პუიჩდემონსა და მისი ადმინისტრაციის ყოფილ წევრებს ევროპარლამენტი არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. შესაბამისი დადგენილება ესპანეთის სასამართლომ მიიღო, რომელმაც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სამი კატალონიელი პოლიტიკოსის საჩივარი დააკმაყოფილა.

აპრილის ბოლოს ესპანეთის საარჩევნო კომისიამ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი, ასევე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ტონი კომინი და რეგიონის განათლების ყოფილი მინისტრი კლარა პონსანტი ევროპარლამენტის არჩევნების საარჩევნო სიიდან გარიცხა. სამივე ყოფილმა მაღალჩინოსანმა ესპანეთი 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა. პონსანტი მოგვიანებით შოტლანდიაში დააკავეს. მათ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხებაში ადანაშაულებენ. 2017 წლის ოქტომბერში კატალონიის დამოკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმისა და „კატალონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ გამოცხადების შემდეგ, ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის მთავრობა და რეგიონული პარლამენტი დაითხოვა. კარლეს პუიჩდემონი ამჟამად ბელგიას აფარებს თავს.