ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

23:26, 12.02.2025

ესპანეთის სამეფო თასის 2024/25 წლის სეზონის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია.

წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფინალში გასასვლელად ორმატჩიან დუელში „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, ხოლო მადრიდის „რეალი“ – „რეალ სოსიედადს“.

პირველი შეხვედრები 25, 26 ან 27 თებერვალს შედგება, ხოლო განმეორებითი – 1, 2 ან 3 აპრილს.

2023/24 წლის სეზონში ესპანეთის სამეფო თასის გამარჯვებული ბილბაოს „ატლეტიკი“ გახდა.

მსგავსი