ესპანეთის სამეფო თასის ფინალში მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ შეხვდება #1TVSPORT
ესპანეთის სამეფო თასის ფინალში მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ შეხვდება #1TVSPORT

ესპანეთის სამეფო თასის 2024/25 წლის გათამაშების ფინალში ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან.

„რეალმა“ ნახევარფინალში „რეალ სოსიედადი“ ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებული განმეორებითი შეხვედრა დრამატული გამოვიდა. მადრიდელები საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ჩამორჩნენ, თუმცა ანგარიში გაათანაბრეს და დამატებით დროში ანტონიო რუდიგერის გოლით ფინალი საგზური მოიპოვეს.

რაც შეეხება „ბარსელონას“, ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ასევე 5:4 სძლია. წყვილის განმეორებითი შეხედრა მადრიდში შედგა და კატალონიურმა გუნდმა 1:0 ფერან ტორესის გოლით გაიმარჯვა.

შედეგად, ესპანეთის თასის ფინალში „ელ კლასიკო“ შედგება. ბოლო 11 წელში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტურნირის ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ შეხდებიან. 2014 წელს ფინალურ მატჩში მადრიდულმა გუნდმა 2:1 მოიგო.

ესპანეთის სამეფო თასის ფინალი 26 აპრილს სევილიაში გაიმართება.