ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბექა ბურჯანაძის „კორუნა“ დაამარცხა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ბექა ბურჯანაძის „კორუნა“ დაამარცხა #1TVSPORT

ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ლეიმა კორუნა“ ანგარიშით 92:83 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. შერმადინმა 5 ორქულიანიდან 3 ზუსტად შეასრულა და ექვსივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენდა.

სტუმართა მხრიდან ბექა ბურჯანაძემ 23 წუთში 9 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააფიქსირა. ბურჯანაძემ 2 ორქულიანი ჩააგდო, ასევე 5 საჯარიმო გამოიყენა.

„ტენერიფე“ 23 მოგებითა და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა. რაც შეეხება „ლეიმა კორუნიას“, გუნდი 6 გამარჯვებითა და 22 მარცხით ბოლო ადგილზეა.