ესპანეთის პრემიერი - თუ ბრექსიტის შეთანხმებაში გიბრალტარზე ტექსტი არ შეიცვლება, ესპანეთი შეთანხმებას ხმას არ მისცემს
ესპანეთის პრემიერი - თუ ბრექსიტის შეთანხმებაში გიბრალტარზე ტექსტი არ შეიცვლება, ესპანეთი შეთანხმებას ხმას არ მისცემს

თუ ბრექსიტის შეთანხმებაში გიბრალტართან დაკავშირებული ტექსტი არ შეიცვლება, ესპანეთი შეთანხმების კანონპროექტს ხმას არ მისცემს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. პედრო სანჩესის თქმით, ბრიტანეთთან სადავო გიბრალტარის ტერიტორიის მომავალი მადრიდსა და ლონდონს შორის მოლაპარაკებებზე უნდა იყოს დამოკიდებული.

ესპანეთი გიბრალტარზე პრეტენზიას აცხადებს, რომელიც 1713 წლის უტრეხტის ზავით, ბრიტანეთის იმპერიას დაექვემდებარა. ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოლაპარაკებების ფარგლებში, ესპანეთი ირლანდიასთან და კვიპროსთან ერთად, ბრიტანეთთან სასაზღვრო საკითხებს ცალკე განიხილავდა.

დატოვე კომენტარი